სიახლეები

ქცევის ანალიტიკოსის, ჰეზერ უაითის, ტრენინგები აუტიზმის მქონე ბავშვებთან მომუშავე ქცევითი თერაპევტებისთვის

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად, მორიგ პროექტს ახორციელებს.

21-26 ნოემბერს, „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ინსტიტუტს ესტუმრა ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი, ამერიკის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული, ლიცენზირებული ქცევის ანალიტიკოსი, ჰეზერ უაითი.

21-22 ნოემბერს ჰეზერ უაითმა ჩაატარა ტრენინგი აუტიზმის მქონე ბავშვებთან მომუშავე ქცევითი თერაპევტებისთვის.

ტრენინგის თემები იყო:

  • ქცევითი მიზნების არჩევა და შესაბამისი ჩარევის სტრტეგიების განხორციელება;
  • ქცევის ფუნქციური შეფასება და პრობლემური ქცევის შემცირების სტრატეგიები.

ადგილმდებარეობა: C 124 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი