სიახლეები

ვაკანსია ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის კლინიკური მენეჯერის პოზიციაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კლინიკური მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ცენტრის კლინიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სტრატეგიებისა და გეგმების ხედვის მომზადება და წარდგენა ცენტრისა და ინსტიტუტის ადმინისტრაციისათვის;
  • ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სტრატეგიებისა და გეგმების მონიტორინგის ანგარიშების მომზადება და წარდგენა ცენტრის ხელმძღვანელისა და ინსტიტუტის ადმინისტრაციისათვის;
  • კლინიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული რესურსებისა და ბიუჯეტის შემუშავება და წარდგენა ცენტრის ხელმძღვანელისთვის;
  • რესურსების და ბიუჯეტის მონიტორინგი;
  • ცენტრის თანამშრომლების კლინიკური სუპერვიზია;
  • თანამშრომლების კლინიკური ტრენინგი და უწყვეტი განათლების ხელშეწყობა;
  • საჭიროების შემთხვევაში, შესრულებისა და დისციპლინის შეფასება და ანგარიშგება;
  • შიდაგანაწესისა და ხარისხის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაგისტრის ხარისხი კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით;ქცევის გამოყენებითი ანალიზის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატებით;
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზით მუშაობის, მინიმუმ, 4-წლიანი გამოცდილება;
  • აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის, მინიმუმ, 4-წლიანი გამოცდილება;
  • კლინიკური სუპერვიზიის, მინიმუმ, 3-წლიანი გამოცდილება;
  • ძირითადი საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • რეკომენდაცია წინა დამსაქმებლისგან.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ცვლილებებისადმი მზაობა;
  • კონფლიქტების მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი (რატომ გინდათ მოცემული პოზიციის დაკავება და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ყოველდღიური სამუშაო) 2017 წლის  7 თებერვლამდე გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@iliauni.edu.ge. ელექტრონული წერილის ველში „თემა“ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.