სიახლეები

საჯარო ლექცია: „თამაში და ბავშვის განვითარება“

31 მაისს 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის საჯარო ლექციების ყოველთვიური სერიის ფარგლებში, ჩატარდა საჯარო ლექცია: „თამაში და ბავშვის განვითარება“. საჯარო ლექციას გაუძღვნენ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრის თანამშრომლები, ანა თუნიაშვილი და თეონა კობახიძე.

ლექციაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს თამაშის ფუნქციებსა და მის მნიშვნელობაზე ბავშვის განვითარების პროცესში, თამაშის სახეებზე და ზრდასრული ადამიანის როლზე ბავშვთან თამაშის დროს, ასაკისთვის შესატყვისი და კონკრეტული უნარ-ჩვევების განმავითარებელი სათამაშოების, თამაშების შერჩევის ძირითად პრინციპებზე.

ლექცია განკუთვნილი იყო მშობლებისთვის, სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

დრო: 31 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.