სიახლეები

მიღება აკრედიტებულ პროგრამაზე: ''ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა სკოლამდელ ასაკში''

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის  სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას 18-კრედიტიან აკრედიტებულ პროგრამაზე: „ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა სკოლამდელ ასაკში“.

კურსი განკუთვნილია ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც ბაღში მუშაობა სურს ან სკოლამდელი განათლების სფერო აინტერესებს.

კურსის ხანგრძლივობაა 6 თვე. ბოლო 6 კვირა დაეთმობა პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსის ლექციები ჩატარდება დღის მეორე ნახევარში, კვირაში 3-ჯერ. კურსი გულისხმობს ინდივიდუალური დავალებების შესრულებასა და დამხმარე ლიტერატურის დამუშავებას.

კურსის მონაწილეებს, მათ მიერ დაგროვილი ქულებისა და საბოლოო შეფასების შესაბამისად, გადაეცემათ სერტიფიკატები, გავლილი საკრედიტო საათების მითითებით.

სწავლის ღირებულება: 600 ლარი
სწავლის დაწყების დრო:
 7 ნოემბერი, 2016

კურსის გავლის მსურველებმა მოკლე ავტობიოგრაფია და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: preschoolcenter@iliauni.edu.ge. კურსზე დამსწრე პირები შეირჩევიან გასაუბრების შედეგად.

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა: 2016 წლის 25 ოქტომბერი (მიღება დასრულებულია)
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით.

ტელ: (+995) 555 29 33 15

თემები:

1. ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები
2. სკოლამდელი დაწესებულების სააღმზრდელო პროცესი: მიზანი, შინაარსი, ფორმა
3. სკოლამდელი დაწესებულების კურიკულუმის ტიპები, აქტივობების დაგეგმვა და მართვა
4. ბაღი, როგორც მხარდამჭერი გარემო
5. პოზიტიური გაძღოლა
6. დაკვირვება, შეფასება და მშობლებთან კომუნიკაცია
7. ჩანაწერების და პორტფოლიოს წარმოება
8. კომუნიკაციის ხელშეწყობა ადრეულ ასაკში
9. სწავლისა და განვითარების ხელშემწყობი მეთოდები
10. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის სტრატეგიები
11. ბავშვის ფუნდამენტური უფლებების დაცვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში
12. ადრეული და სკოლამდელი განათლების პოლიტიკა
13. ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარებისათვის საჭირო საკითხების ადვოკატირების პრინციპები