სიახლეები

მიღება ტრენინგკურსზე: „პოზიტიური მშობლობის სკოლა“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრი, 2016 წლის 8 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, ჩაატარებს ტრენინგების ციკლს, სახელწოდებით - „პოზიტიური მშობლობის სკოლა“. დაიგეგმება ოთხი შეხვედრა. ტრენინგზე შეხვედრის სამუშაო დრო შეთანხმდება ტრენინგის მონაწილეებთან.

ტრენინგკურსი განკუთვნილია მშობლების, მეურვეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის (ბებია, ბაბუა ან სხვა ახლო ნათესავი, ძიძა). ტრენინგკურსის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნება არაფორმალური და ფორმალური სწავლების მეთოდები, რაც გულისხმობს გონებრივ იერიშს, ჯგუფურ სამუშაოებს, მოკლე სალექციო აქტივობებს, საკითხავი მასალისა და საშინაო დავალებების მიწოდებას მონაწილეებისათვის. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეს ექნება პრობლემური სიტუაციის სწორად გაანალიზებისა და ბავშვთან პოზიტიური ურთიერთობის გაუმჯობესებული უნარ-ჩვევები.

პროგრამის მიზანი:

ბავშვთან ურთიერთობის გაუმჯობესება; ბავშვის ქცევის მართვის სტრატეგიების გაცნობა; სასურველი ქცევის გამომუშავებისა და არასასურველი ქცევის შემცირების ტექნიკების შესწავლა.

პროგრამის ფარგლებში განსახილველი ძირითადი თემებია:

  • პოზიტიური პრაქტიკა: სასურველი ქცევის შექება, ალტერნატივების წახალისება და დაგეგმილი იგნორირება;
  • ქცევის შეფასება; ქცევის შეცვლა ABC-ს გამოყენებით;
  • ჟეტონების სისტემა (როგორ არ ვივაჭროთ ბავშვთან); სწორი მითითებების გამოყენება და წინასწარ განსაზღვრული რუტინები;
  • პრობლემის გადაჭრა.

ტრენინგკურსი მოამზადეს და ხელმძღვანელობენ:

  • თინათინ ჭინჭარაული - ფსიქოლოგიის დოქტორი, ქცევის სერტიფიცირებული ანალიტიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი; ბავშვის განვითარებისა და განვითარების დარღვევების სფეროში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი
  • ნატა მეფარიშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვის და მოზარდის კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოლოგ-კონსულტანტი, პრაქტიკული მუშაობის 17-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი

ტრენინგი ჩატარდება ზემოხსენებული პირების სუპერვიზიით.

ტრენინგს გაუძღვებიან:

  • თამარ ფაცაცია - კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, „წითელი ჯვრის“ მოხალისე ფსიქოსოციალური დახმარების მიმართულებით
  • ანა ჭიღვარია - ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი, ორგანიზაციის - „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ (GIP) - ფსიქოტრავმატოლოგი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ფსიქოლოგი, რეაბილიტაციის ცენრტი GCRT
  • სოფიო ფოცხვერაშვილი - ფსიქოლოგიის ბაკალავრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დრონის“ წევრი, პროექტების კოორდინატორი

 ✔ პროგრამის ხანგრძლივობა: 10 სთ

✔ ღირებულება: 250 ლარი

✔ პირველი შეხვედრის დღე: 8 ოქტომბერი, 2016 

თუ გსურთ კურსის გავლა, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/99nU9DxC62WcyGQl1 (რეგისტრაცია დასრულებულია)

რეგისტრაციის ბოლო ვადაა : 4 ოქტომბერი

ადგილმდებარეობა: ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსი ( ჭავჭავაძის გამზ. #32)

 
 
ბანერები