სიახლეები

კომპანია ''კრედოს'' მხარდაჭერით ბავშვის განვითარების ინსტიტუტში ტრენინგცენტრი შეიქმნა

18 დეკემბერს ბავშვის განვითარების ინსტიტუტში ტრენინგცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნული ტრენინგცენტრი კომპანია "კრედოს" მხარდაჭერით შეიქმნა. "კრედოს" ფინანსური მხარდაჭერით ამერიკელმა პროფესორებმა - ჯოდი პოლაჰმა, სინტია ანდერსონმა, მერიენ ჯეკსონმა დ აჟან-პოლ მოშელამ -  2015 წლის განმავლობაში ინსტიტუტის 15 თანამშრომელი გადაამზადეს. 

2016 წლიდან ტრენინგ-ცენტრი როგორც სპეციალისტებს, ასევე მშობლებსა და ბავშვის განვითარების საკითხებით დაინტერესებულ ყველა პირს შესთავაზებს მრავალფეროვან ტრენინგ-მოდულებსა და სასერტიფიკატო პროგრამებს პოზიტიურ მშობლობაზე, ქცევის გამოყენებით ანალიზსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.