სიახლეები

ქალაქ ზუგდიდის #15 საბავშვო ბაღში ინტეგრირებული ჯგუფი გაიხსნა

26 ოქტომბერს, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციი "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი" ინიციატივით, პროგრამების „საქართველოში აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების და მოზარდებისთვის სერვისების განვითარების ხელშეწყობა“, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ ზუგდიდის #15 საბავშვო ბაზაზე ინტეგრირებული ჯგუფი გაიხსნა.  

ჯგუფი 8 აღსაზრდელზეა გათვლილი და იგი ფუნქციონირებას 1 ნოემბრიდან შეუდგება. სასწავლო პროცესს გაუძღვებიან სპეცმასწავლებლები და პედაგოგები, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სპეციალისტებმა გადაამზადეს სერტიფიცირებული კურსის  ფარგლებში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სპეციალისტები ასევე გაუწევენ ზედამხედველობას აღმზრდელების მუშაობას მიმდინარე და მომავალი წლის განმავლობაში. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილი ინტეგრირებული ჯგუფის გახსნას ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, ქალაქ ზუგდიდის მერის მოადგილე კობა ჯიქია, მერიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სპეციალური სტუმრები - იან ჩერნიკი - ჩეხეთის საელჩოს მესამე მდივანი, განვითარების პროექტების მიმართულებით, ეკა მესხრიკიძე - ჩეხეთის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი, რუსუდან ჩხუბიანიშვილი - პროექტის მენეჯერი, სოფიო ქამუშაძე-ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

ვიდეოსიუჟეტი და ვრცელი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/VFKAhT