სიახლეები

თელავის ადრეული განვითარების ცენტრს აუტიზმის პროგრამა დაემატა

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი“ მხარდაჭერით თელავის ადრეული განვითარების ცენტრს აუტიზმის პროგრამა დაემატა. პროგრამის განსახორციელებლად, კადრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა გადაამზადა. სპეციალისტები მუშაობას ინსტიტუტის სუპერვიზიის ქვეშ გააგრძელებენ. სალომე მინდორაშვილი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სპეციალისტი, ზედამხედველობას გაუწევს აბა თერაპპის კურსს თევალვის ადრეული განვითარების ცენტრში. ამჟამად, ცენტრში არის აუტისტური სპექტრის 8 ბავშვი, რომელიც თერაპიის თვეში მინიმუმ 20 საათიან კურსს საჭიროებს. "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის" მიზანია სერვისები ხელმისაწვდომი გახადოს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის კახეთში. პროექტის მხარდამჭერია ჩეხეთის განვითარების სააგენტო.