აუტიზმის მოდიფიცირებული, განახლებული კითხვარი ადრეული ასაკის ბავშვებისთვის (M-CHAT-R)

სახელი, გვარი (არ არის აუცილებელი)

ტელეფონი (არ არის აუცილებელი)

სქესი

დაბადების თარიღი

რესპოდენტი

რეგიონი

კითხვარი

აუტიზმის მოდიფიცირებული, განახლებული კითხვარი ადრეული ასაკის ბავშვებისთვის (M-CHAT-R) წარმოადგენს მეცნიერულად ვალიდურ ინსტრუმენტს 16-დან 30 თვის ასაკის ბავშვებში აუტიზმის სპექტრის დარღვევის რისკის შესაფასებლად. მოცემული კითხვარი პირველი ვერსია შექმნილია ნეიროფსიქოლოგების დიანა რობინსისა და დებორა ფეინის და კლინიკური ფსიქოლოგის მარიანა ბარტონის მიერ. მოდიფიცირებული ვერსია გამოვიდა 2013 წლის დეკემბერში. მოცემული კითხვარის შევსება რეკომენდებულია 18 თვისა და 24 თვის ასაკში აუტიზმის სპექტრის დარღვევის რისკის გამოსავლენად.

გთხოვთ, უპასუხოთ ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს თქვენი შვილის შესახებ. იფიქრეთ იმაზე, როგორ იქცევა ბავშვი ჩვეულებრივ. თუ თქვენ გინახავთ რომელიმე ქცევა რამდენჯერმე, მაგრამ ის, ჩვეულებრივ, ასე არ იქცევა, მაშინ უპასუხეთ არა. გთხოვთ, აღნიშნოთ დიახ ან არა ყველა შეკითხვისთვის.

1.თუ თქვენ მიუთითებთ რაიმეზე ოთახის მეორე მხარეს, შეხედავს ბავშვი? (მაგალითად, თუ თქვენ მიუთითებთ სათამაშოზე, ან რაიმე ობიექტზე, შეხედავს ბავშვი ამ სათამაშოს, ან ობიექტს?)

2.ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ თქვენი შვილი შეიძლება ყრუ ყოფილიყო?

3.თამაშობს ბავშვი ნივთებით ვითომ-თამაშებს, ე.წ. წარმოსახვით თამაშებს? (მაგალითად, ვითომ სვამს წყალს ცარიელი ჭიქიდან, ვითომ ლაპარაკობს ტელეფონზე (ხელში შეიძლება სხვა საგანი ეჭიროს და ჰქონდეს ყურთან მიდებული), ვითომ აჭმევს თოჯინას ან სათამაშო ცხოველს?)

4.მოსწონს ბავშვს რაიმეზე აცოცება/აძვრომა? (მაგალითად, ავეჯზე, საბავშვო სასრიალოებზე ან კიბეებზე)

5.აკეთებს ბავშვი თითებით უჩვეულო მოძრაობებს თვალებთან ახლოს? (მაგალითად, იქნევს თითებს თვალებთან ახლოს)

6.როდესაც რაიმეს მიღება უნდა, ან დახმარება სჭირდება, მიგანიშნებთ ჟესტით (საჩვენებელი თითით)? (მაგალითად, მიგითითებთ საჭმელზე ან სათამაშოზე, რომელსაც ვერ სწვდება)

7.მიგანიშნებთ ბავშვი ჟესტით (საჩვენებელი თითით), რომ რაღაც საინტერესოა? (მაგალითად, მიგითითებთ თვითმფრინავზე ცაში, ან დიდ მანქანაზე გზაზე)

8.აინტერესებს თქვენს შვილს სხვა ბავშვებთან ურთიერთობა? (მაგალითად, უყურებს თუ არა სხვა ბავშვებს, უღიმის მათ, ან მიდის მათკენ?)

9.გიჩვენებთ ბავშვი საგნებს, მოაქვს თუ არა თქვენთან რაიმე – არა დასახმარებლად, არამედ მხოლოდ საჩვენებლად? (მაგალითად, გაჩვენებთ თუ არა ყვავილს, რბილ სათამაშოს, ან სათამაშო მანქანას)

10.რეაგირებს ბავშვი სახელის დაძახებაზე? (მაგალითად, შემოგხედავთ თუ არა, ამბობს რამეს ან ხმებს გამოსცემს, წყვეტს საქმიანობას, როცა საკუთარი სახელი ესმის?)

11.როცა თქვენს შვილს უღიმით, გიღიმით ისიც?

12.აღიზიანებს თქვენს შვილს ყოველდღიური ხმაური? (მაგალითად, ყვირის ან ტირის ისეთ ხმაურზე, როგორიცაა მტვერსასრუტის ხმა, ან ხმამაღალი მუსიკა?)

13.დადის თქვენი შვილი?

14.გიყურებთ ბავშვი თვალებში, როცა ესაუბრებით, ეთამაშებით, ან აცმევთ?

15.ცდილობს ბავშვი მოგბაძოთ მოქმედებებში? (მაგალითად, ხელი დაიქნიოს დამშვიდობებისას, ტაში დაუკრას, სასაცილო ხმები გამოსცეს, როცა თქვენ აკეთებთ ამას)

16.თუ თქვენ შებრუნდებით რაიმეს შესახედად, ბავშვიც შემობრუნდება, რომ დაინახოს, რას უყურებთ?

17.ცდილობს ბავშვი მიიპყროს თქვენი ყურადღება? (მაგალითად, გიყურებთ, რომ შეაქოთ, გეუბნებათ „მიყურე“, ან „შემომხედე“?)

18.იგებს თქვენი შვილი, როდესაც რამის გაკეთებას სთხოვთ? (მაგალითად, თუ არ მიუთითებთ, მიხვდება, რას ნიშნავს „დადე წიგნი სკამზე“, ან „მომიტანე საბანი“?)

19.თუ რაიმე ახალი ხდება, შემოგხედავთ ბავშვი, რომ გაარკვიოს, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ? (მაგალითად, თუ ის იგებს უცნაურ, ან სასაცილო ხმებს, ან თუ ხედავს ახალ სათამაშოს, შემოგხედავთ თქვენ ამ შემთხვევაში?)

20.მოსწონს თქვენს შვილს მოძრაობა? (მაგალითად, საქანელაზე ქანაობა, ან თქვენს მუხლზე ხტუნვა)