14-18 დეკემბერს ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრის ორგანიზებით საჯარო ლექციების სერია გაიმართა.
ჩატარებული ღონისძიებების განრიგი და თემატიკა
დრო/ადგილი: 14 დეკემბერი, 16:00-18:00 საათი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“
მომხსენებელი: თინათინ ჭინჭარაული, PhD, BCBA, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი
თემა: „რატომ ქცევის გამოყენებითი ანალიზი?“ (პრაქტიკული რჩევები სპეციალისტებისა და მშობლებისთვის)
დრო/ადგილი: 15 დეკემბერი, 16:00-18:00 საათი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C 124 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)
მომხსენებელი: სალომე მაზმიშვილი, MA, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის სუპერვიზორი
თემა: „მშობელთა კონსულტაციის (family check-up) სისტემა” (ვორკშოპი სპეციალისტებისთვის)
დრო/ადგილი: 16 დეკემბერი, 16:00-18:00 საათი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“
მომხსენებელი: ნატა მეფარიშვილი, PhD, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვთა კლინიკური ფსიქოლოგი
თემა: „მე – მშობელი: პოზიტიური აღზრდა“ (საჯარო ლექცია მშობლებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის)
დრო/ადგილი: 17 დეკემბერი, 16:00-18:00 საათი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“
მომხსენებელი: ია იაშვილი, MA, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის სუპერვიზორი
თემა: „ტუალეტის ჩვევის შემუშავების სისტემა“ (ვორკშოპი სპეციალისტებისთვის)
დრო/ადგილი: 18 დეკემბერი, 18:30-19:30 საათი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“
მომხსენებელი: ანა პაპავა, MA, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის სუპერვიზორი
თემა: „კვების სირთულეები აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებში“ (საჯარო ლექცია სპეციალისტებისა და მშობლებისთვის)
საჯარო ლექციების სერია ჩატარდა კომპანია “კრედოს” მხარდაჭერით.