მიღება ტრენინგკურსზე: „საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრი აცხადებს მიღებას 6-კრედიტიან სასერტიფიკატო პროგრამაზე: „საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში“. პროგრამის მიზანია, გადაამზადოს სპეციალისტები აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებთან ქცევის გამოყენებითი ანალიზით სამუშაოდ. პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე (ჯამში 75 საათი). პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას. პროგრამის დაწყების თარიღი: 30 იანვარი, 2017 წელი პროგრამის ღირებულება: 450 ლარი პრაქტიკულ კურსზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ […]

ქცევის ანალიტიკოსის, ჰეზერ უაითის, ტრენინგები აუტიზმის მქონე ბავშვებთან მომუშავე ქცევითი თერაპევტებისთვის

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად, მორიგ პროექტს ახორციელებს. 21-26 ნოემბერს, „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ინსტიტუტს ესტუმრა ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი, ამერიკის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული, ლიცენზირებული ქცევის ანალიტიკოსი, ჰეზერ უაითი. 21-22 ნოემბერს ჰეზერ უაითმა ჩაატარა ტრენინგი აუტიზმის მქონე ბავშვებთან მომუშავე ქცევითი თერაპევტებისთვის. ტრენინგის თემები იყო: […]

თელავის ადრეული განვითარების ცენტრს აუტიზმის პროგრამა დაემატა

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი“ მხარდაჭერით თელავის ადრეული განვითარების ცენტრს აუტიზმის პროგრამა დაემატა. პროგრამის განსახორციელებლად, კადრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა გადაამზადა. სპეციალისტები მუშაობას ინსტიტუტის სუპერვიზიის ქვეშ გააგრძელებენ. სალომე მინდორაშვილი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სპეციალისტი, ზედამხედველობას გაუწევს აბა თერაპპის კურსს თევალვის ადრეული განვითარების ცენტრში. ამჟამად, ცენტრში არის აუტისტური სპექტრის 8 ბავშვი, რომელიც თერაპიის თვეში მინიმუმ 20 საათიან […]

მიღება ტრენინგკურსზე ქცევის გამოყენებითი ანალიზით მიმდინარე თერაპიაში

მიღება პრაქტიკულ კურსზე ქცევის გამოყენებითი ანალიზით მიმდინარე თერაპიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრი აცხადებს მიღებას პრაქტიკულ კურსზე ქცევის გამოყენებითი ანალიზით მიმდინარე თერაპიაში. პრაქტიკული კურსის ფარგლებში, მონაწილეები სუპერვიზიის ქვეშ დაეუფლებიან ქცევაზე დაკვირვებისა და ქცევის გაზომვის მრავალფეროვან მეთოდებს, ისწავლიან რთული ქცევის მართვის სტრატეგიებსა და ახალი ქცევის გამომუშავების პრინციპებს. პრაქტიკული კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი […]

მიღება აკრედიტებულ პროგრამაზე: ”ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა სკოლამდელ ასაკში”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის  სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას 18-კრედიტიან აკრედიტებულ პროგრამაზე: „ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა სკოლამდელ ასაკში“. კურსი განკუთვნილია ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც ბაღში მუშაობა სურს ან სკოლამდელი განათლების სფერო აინტერესებს. კურსის ხანგრძლივობაა 6 თვე. ბოლო 6 კვირა დაეთმობა პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსის ლექციები ჩატარდება დღის მეორე […]

ინსტიტუტის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტრომ აუტიზმის მართვის პროტოკოლი დაამტკიცა

10 ნოემბერს საქართველოს შრომის, ჯანდავისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, გაიდლაინებისა და პროტოკოლების საბჭოს სხდომაზე, აუტიზმის სპექტრის აშლილობის იდენტიფიკაციის, დიაგნოსტიკისა და მართვის პროტოკოლი – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი დაამტკიცა. აღნიშნული პროტოკოლი მომზადდა აუტიზმის ადვოკატორების საკითხებზე მომუშავე მულტიდიციპლინარული სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელიც ჩამოყალიბდა 2016 წლის თებერვალში ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის “ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ინიციატივით, პროექტის […]

უკრაინის პირველი ლედი სტუმრად ბავშვის განვითარების ინსტიტუტში

18 ივლისს უკრაინის პირველი ლედი მარინა პოროშენკო და საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტს ეწვივნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს ინსტიტუტი და გაეცნენ მისი მუშაობის სპეციფიკას. გაიმართა მსჯელობა ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე.

ტრენინგი „ცხოვრებისთვის აუცილებელი“ სერვისის მიმწოდებელი ცენტრების სპეციალისტებისთვის

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მომუშავე ქართველ სპეციალისტთათვის, მათი უწყვეტი პროფესიონალური განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი“ ინიციატივით და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით 10-12 ივლისს და 17-19 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით „ცხოვრებისთვის აუცილებელი“. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სერვისის მიმწოდებელი ცენტრების 28 სპეციალისტმა თბილისიდან, კახეთიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და აჭარიდან. „ცხოვრებისათვის აუცილებელი“ (EFL) – […]

საჯარო ლექცია: „თამაში და ბავშვის განვითარება“

31 მაისს 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის საჯარო ლექციების ყოველთვიური სერიის ფარგლებში, ჩატარდა საჯარო ლექცია: „თამაში და ბავშვის განვითარება“. საჯარო ლექციას გაუძღვნენ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრის თანამშრომლები, ანა თუნიაშვილი და თეონა კობახიძე. ლექციაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს თამაშის ფუნქციებსა და მის მნიშვნელობაზე ბავშვის განვითარების პროცესში, თამაშის სახეებზე და ზრდასრული ადამიანის […]

მიღება ტრენინგკურსზე – ”ვისწავლოთ თამაშით-თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრი, 2017 წლის 20 და 21 მაისს ჩაატარებს ტრენინგების ციკლს, სახელწოდებით – “ვისწავლოთ თამაშით-თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში”. ტრენინგკურსი განკუთვნილია მშობლების, მეურვეების,ბაღის მასწავლებლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის (ბებია, ბაბუა ან სხვა ახლო ნათესავი, ძიძა). პროგრამის მიზანი: მშობლისთვის, მეურვეებისთვის თამაშის მნიშვნელობის გაცნობა, ბავშვის ასაკისა და განვითარების სფეროს შესაბამისი თამაშების სწავლება, თამაშის […]

ძებნა

Search

მენიუ

ძებნა

Search