ADOS-2-ის (აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვების გრაფიკი -2) ტრენინგი საქართველოში პირველად ჩატარდა

1-3 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში, საერთაშორისო ლიცენზიის მქონე ტრენერმა, იზაბელა ხოინიცკმა (ვარშავის უნივერსიტეტი), ADOS-2-ის (აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვების გრაფიკი -2) ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში, ათმა ქართველმა პროფესიონალმა (მათ შორის რეგიონებიდან) შეისწავლა ინსტრუმენტის სწორი ადმინისტრირება და კოდირება. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რომლის საფუძველზე ქართველ ფსიქიატრებს და ფსიქოლოგებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული ინსტრუმენტიდ გამოყენებით ჩაატარონ აუტიზმის […]
ლატვიის პირველი ლედი სტუმრად ბავშვის განვითარების ინსტიტუტში

28 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტს ეწვივნენ ლატვიის პირველი ლედი Iveta Vējone და ლატვიის Portage პორტიჯი-ის ასოციაციის დამფუძნებლები, ინეტა და ვალდის კურსიეტეები. ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დათვალიერების შემდეგ, ლატვიის პირველი ლედი დაესწრო მოკლე პრეზენტაციას, რომელიც შეეხებოდა ლატვიის „პორტიჯის ასოციაციის“ მხარდაჭერას საქართველოში ადრეული განვითარების პროგრამის განხორციელების საქმეში. ლატვიური ორგანიზაციის დახმარებით, 2006 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნდა […]
კონფერენცია – „მშობელთა ძლიერი ქსელი სათემო სერვისების განვითარებისათვის”

3 და 4 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, McLain Association for Children (MAC) , ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი , World Vision Georgia და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR-ის ორგანიზებით, გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობელთა კონფერენცია – „მშობელთა ძლიერი ქსელი სათემო სერვისების განვითარებისათვის”. კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა. კონფერენციის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების […]
პორტიჯის 10 წლის იუბილე და კონფერენცია

27 თებერვალს, 17:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ პროგრამამ „პორტიჯი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სკოლამდელი განათლების ცენტრთან ერთად, მოაწყო ადრეული ჩარევისა და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია. ღონისძიების ფარგლებში „პორტიჯის“ 10 წლის იუბილეც აღინიშნა.
ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბაზაზე საქართველოში პირველი VR Lab გაიხსნა

16 იანვარს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კომპანია „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბაზაზე, საქართველოში პირველი გაფართოებული ვიზუალიზაციის და ვირტუალური რეალობის ლაბორატორია (VRLab Iliauni) გაიხსნა. ლაბორატორიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის პროცესში გამოიყენებს. გარდა ამისა, VRLab Iliauni დაეხმარება სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს როგორც სასწავლო, ისე კვლევით პროცესში, კერძოდ: სიმულაციების […]
ვაკანსია ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის კლინიკური მენეჯერის პოზიციაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კლინიკური მენეჯერის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი ფუნქცია-მოვალეობები: ცენტრის კლინიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სტრატეგიებისა და გეგმების ხედვის მომზადება და წარდგენა ცენტრისა და ინსტიტუტის ადმინისტრაციისათვის; ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სტრატეგიებისა და გეგმების მონიტორინგის ანგარიშების მომზადება და წარდგენა ცენტრის ხელმძღვანელისა და ინსტიტუტის ადმინისტრაციისათვის; კლინიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული რესურსებისა და ბიუჯეტის შემუშავება […]
მიღება ტრენინგკურსზე: „ვისწავლოთ თამაშით – თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრი, 2016 წლის 29 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, ჩაატარებს ტრენინგების ციკლს, სახელწოდებით – „ვისწავლოთ თამაშით – თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში“. დაიგეგმება სამი შეხვედრა. სამუშაო დრო შეთანხმდება ტრენინგის მონაწილეებთან. ტრენინგკურსი განკუთვნილია მშობლების, ძიძების, ბაღის მასწავლებლების, მეურვეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის (ბებია, ბაბუა ან რომელიმე სხვა ახლო ნათესავი). ტრენინგკურსის მიმდინარეობისას გამოყენებული […]
საჯარო ლექცია: „საგანმანათლებლო სტანდარტები ადრეულ განათლებაში“

25 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის საჯარო ლექციების ყოველთვიური სერიის ფარგლებში, ჩატარდა საჯარო ლექცია: „საგანმანათლებლო სტანდარტები ადრეულ განათლებაში“. ლექციას უძღვებოდნენ ადრეული განათლების სტანდარტების ავტორები, ნინო ჯიჯავაძე და თამთა კუხალეიშვილი.
ტრენინგკურსის „ენისა და დასწავლის ბაზისური უნარ-ჩვევების შეფასება“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

10 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, სერტიფიკატები გადაეცათ ტრენინგკურსის „ენისა და დასწავლის ბაზისური უნარ-ჩვევების შეფასება – განახლებული“ (ABLLS-R) მონაწილეებს. ტრენინგკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში ნოემბრის თვეში ჩატარდა, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „ჩეხეთის რესბუბლიკის კარიტასი“ ინიციატივით. ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერებმა ტრენინგის ფარგლებში, 34 ქართველი სპეციალისტი (უმეტესად ქცევითი თერაპევტებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ აუტიზმის სპექტრის მქონე პირთათვის სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებს, მათ შორის რეგიონებიდან) 5 […]
მიღება ტრენინგკურსზე: „ფსიქოლოგიური შეფასება – ქცევაზე დაკვირვება, ჩაწერა, გრაფიკული დიზაინი და ფუნქციური ანალიზი“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრი 2016 წლის 8, 9, 15, და 16 ოქტომბერს, 10:00-დან 15:00 საათამდე, ჩაატარებს ტრენინგკურსს: „ფსიქოლოგიური შეფასება – ქცევაზე დაკვირვება, ჩაწერა, გრაფიკული დიზაინი და ფუნქციური ანალიზი“. მოცემული ტრენინგი დასრულდება გამოცდით. გამოცდის თარიღი დაზუსტდება მუშაობის პროცესში. ტრენინგკურსი განკუთვნილია ფსიქოლოგიის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ რთული ქცევის მქონე პირებთან. ტრენინგკურსის დროს გამოყენებული იქნება […]