მიღება ტრენინგკურსზე: „პოზიტიური მშობლობის სკოლა“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრი, 2016 წლის 8 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, ჩაატარებს ტრენინგების ციკლს, სახელწოდებით – „პოზიტიური მშობლობის სკოლა“. დაიგეგმება ოთხი შეხვედრა. ტრენინგზე შეხვედრის სამუშაო დრო შეთანხმდება ტრენინგის მონაწილეებთან. ტრენინგკურსი განკუთვნილია მშობლების, მეურვეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის (ბებია, ბაბუა ან სხვა ახლო ნათესავი, ძიძა). ტრენინგკურსის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნება არაფორმალური და ფორმალური სწავლების […]
ტრენინგკურსი „ენისა და დასწავლის ბაზისური უნარ-ჩვევების შეფასება – განახლებული“

ნოემბრის თვეში, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „ჩეხეთის რესბუბლიკის კარიტასი“ ინიციატივით, ილიას სახელმწიფ უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერებმა, 34 ქართველის სპეციალისტებისთვის (უმეტესად ქცევითი თერაპევტებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ აუტიზმის სპექტრის მქონე პირთათვის სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებს, მათ შორის რეგიონებიდან) ჩაატარეს 5-დღიანი ტრენინგი თემაზე – „ენისა და დასწავლის ბაზისური უნარ-ჩვევების შეფასება – განახლებული“ (ABLLS-R). “ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი” ზრუნავს ქართველ პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და შედეგად, აუტიზმის მქონე პირთათვის […]
კომპანია ”კრედოს” მხარდაჭერით ბავშვის განვითარების ინსტიტუტში ტრენინგცენტრი შეიქმნა

18 დეკემბერს ბავშვის განვითარების ინსტიტუტში ტრენინგცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული ტრენინგცენტრი კომპანია “კრედოს” მხარდაჭერით შეიქმნა. “კრედოს” ფინანსური მხარდაჭერით ამერიკელმა პროფესორებმა – ჯოდი პოლაჰმა, სინტია ანდერსონმა, მერიენ ჯეკსონმა დ აჟან-პოლ მოშელამ – 2015 წლის განმავლობაში ინსტიტუტის 15 თანამშრომელი გადაამზადეს. 2016 წლიდან ტრენინგ-ცენტრი როგორც სპეციალისტებს, ასევე მშობლებსა და ბავშვის განვითარების საკითხებით დაინტერესებულ ყველა პირს შესთავაზებს მრავალფეროვან ტრენინგ-მოდულებსა და […]
ნინო ცინცაძის საჯარო ლექცია – ”აუტიზმის თანამედროვე გამოწვევები”

26 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ადრეული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ცინცაძემ, წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: აუტიზმის თანამედროვე გამოწვევები.
ბავშვის განვითარებისა და აღზრდის საკითხებისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების სერია

14-18 დეკემბერს ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრის ორგანიზებით საჯარო ლექციების სერია გაიმართა. ჩატარებული ღონისძიებების განრიგი და თემატიკა დრო/ადგილი: 14 დეკემბერი, 16:00-18:00 საათი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“ მომხსენებელი: თინათინ ჭინჭარაული, PhD, BCBA, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი თემა: „რატომ ქცევის გამოყენებითი ანალიზი?“ (პრაქტიკული რჩევები სპეციალისტებისა და მშობლებისთვის) დრო/ადგილი: 15 დეკემბერი, 16:00-18:00 საათი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C 124 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) მომხსენებელი: სალომე მაზმიშვილი, […]
აუტიზმის საერთაშორისო დღე – ბავშვთა ორკესტრის კონცერტი და წარმოდგენა

2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს, ილიაუნის თეატრის სცენაზე მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამკურნალო პედაგოგიური სკოლისა და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის ერთობლივი სპექტაკლი გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები და მოზარდები. ორგანიზატორი: თინათინ კოშკაძე, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრი მუსიკალური ხელმძღვანელი: თაკო გოგუაძე, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამკურნალო პედაგოგიური სკოლა სპექტაკლში […]