ინსტიტუტის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტრომ აუტიზმის მართვის პროტოკოლი დაამტკიცა

10 ნოემბერს საქართველოს შრომის, ჯანდავისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, გაიდლაინებისა და პროტოკოლების საბჭოს სხდომაზე, აუტიზმის სპექტრის აშლილობის იდენტიფიკაციის, დიაგნოსტიკისა და მართვის პროტოკოლი – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი დაამტკიცა.
აღნიშნული პროტოკოლი მომზადდა აუტიზმის ადვოკატორების საკითხებზე მომუშავე მულტიდიციპლინარული სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელიც ჩამოყალიბდა 2016 წლის თებერვალში ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის “ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ინიციატივით, პროექტის „საქართველოში აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში.

აღნიშნული პროტოკოლი  ვულოცავთ ჯგუფის თითოეულ წევრს, ამ სფეროში მოღვაწე ყველა პროფესიონალს და აუტიზმის სპექტრის მქონე პირების მშობლებს ამ გამარჯვებას!

სხვა სიახლეები

ძებნა

Search

მენიუ

ძებნა

Search