კომპანია ”კრედოს” მხარდაჭერით ბავშვის განვითარების ინსტიტუტში ტრენინგცენტრი შეიქმნა

18 დეკემბერს ბავშვის განვითარების ინსტიტუტში ტრენინგცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნული ტრენინგცენტრი კომპანია “კრედოს” მხარდაჭერით შეიქმნა. “კრედოს” ფინანსური მხარდაჭერით ამერიკელმა პროფესორებმა – ჯოდი პოლაჰმა, სინტია ანდერსონმა, მერიენ ჯეკსონმა დ აჟან-პოლ მოშელამ –  2015 წლის განმავლობაში ინსტიტუტის 15 თანამშრომელი გადაამზადეს.

2016 წლიდან ტრენინგ-ცენტრი როგორც სპეციალისტებს, ასევე მშობლებსა და ბავშვის განვითარების საკითხებით დაინტერესებულ ყველა პირს შესთავაზებს მრავალფეროვან ტრენინგ-მოდულებსა და სასერტიფიკატო პროგრამებს პოზიტიურ მშობლობაზე, ქცევის გამოყენებით ანალიზსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

სხვა სიახლეები

ძებნა

Search

მენიუ

ძებნა

Search