3 და 4 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, McLain Association for Children (MAC) , ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი , World Vision Georgia და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR-ის ორგანიზებით, გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობელთა კონფერენცია – „მშობელთა ძლიერი ქსელი სათემო სერვისების განვითარებისათვის”. კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა. კონფერენციის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობელთა ინფორმირება ქვეყანაში არსებული სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო სერვისებისა და სპეციალური რესურსების შესახებ.
კონფერენციის პარტნიორი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი.