28 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტს ეწვივნენ ლატვიის პირველი ლედი Iveta Vējone და ლატვიის Portage პორტიჯი-ის ასოციაციის დამფუძნებლები, ინეტა და ვალდის კურსიეტეები.
ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დათვალიერების შემდეგ, ლატვიის პირველი ლედი დაესწრო მოკლე პრეზენტაციას, რომელიც შეეხებოდა ლატვიის „პორტიჯის ასოციაციის“ მხარდაჭერას საქართველოში ადრეული განვითარების პროგრამის განხორციელების საქმეში. ლატვიური ორგანიზაციის დახმარებით, 2006 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნდა „პორტიჯის“ ადრეული განვითარების პროგრამა, რომელიც დღეს უკვე განსაკუთრებული საჭიროების მქონე 100-ზე მეტ 0-7 წლამდე ასაკის ბავშვს ემსახურება და აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო აკადემიური პროგრამების განვითარებაში.