ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრი აცხადებს მიღებას 6-კრედიტიან სასერტიფიკატო პროგრამაზე: „საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში“.
პროგრამის მიზანია, გადაამზადოს სპეციალისტები აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებთან ქცევის გამოყენებითი ანალიზით სამუშაოდ.
პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე (ჯამში 75 საათი). პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას.
პროგრამის დაწყების თარიღი: 30 იანვარი, 2017 წელი
პროგრამის ღირებულება: 450 ლარი
პრაქტიკულ კურსზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/kOSDOu და გამოგვიგზავნოთ CV (ავტობიოგრაფია) ელექტრონულ ფოსტაზე: info.cadc@iliauni.edu.ge (რეგისტრაცია დასრულებულია)
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 22 00 09 (460)