მიღება ტრენინგკურსზე – ”ვისწავლოთ თამაშით-თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენინგცენტრი, 2017 წლის 20 და 21 მაისს ჩაატარებს ტრენინგების ციკლს, სახელწოდებით – “ვისწავლოთ თამაშით-თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში”.

ტრენინგკურსი განკუთვნილია მშობლების, მეურვეების,ბაღის მასწავლებლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის (ბებია, ბაბუა ან სხვა ახლო ნათესავი, ძიძა).

პროგრამის მიზანი:
მშობლისთვის, მეურვეებისთვის თამაშის მნიშვნელობის გაცნობა, ბავშვის ასაკისა და განვითარების სფეროს შესაბამისი თამაშების სწავლება, თამაშის დროს მშობლის როლის განსაზღვრა,შვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესება.
ტრენინგკურსის დასრულების შემდგომ მშობელი შეძლებს ბავშვის თამაშის უნარების შეფასებას, ბავშვისთვის ასაკობრივი დონის განმავითარებელი თამაშების შეთავაზებას და შესაბამისი სათამაშოების შერჩევას, ასევე მეურვე შეძლებს ბავშვთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარებას თამაშის საშუალებით და მოახერხებს პრაქტიკაში დანერგოს/გამოიყენოს მიღებული ცოდნა.

პროგრამას ხელმძღვანელობს: 

▶ნატა მეფარიშვილი – ფსიქოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვის და მოზარდის კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოლოგ-კონსულტანტი, პრაქტიკული მუშაობის 17-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი

ტრენინგს გაუძღვებიან:

▶თეო კობახიძე – რეგისტრიტებული ქცევითი თერაპევტი, ფსიქოლოგიის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის თანამშრომელი
▶ანა თუნიაშვილი – რეგისტრიტებული ქცევითი თერაპევტი, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის თანამშრომელი
▶მარიამ გორგოშიძე – რეგისტრიტებული ქცევითი თერაპევტი, ფსიქოლოგიის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის თანამშრომელი.

პროგრამის ხანგრძლივობა: 9 სთ
ღირებულება: 100 ლარი
წყვილი (დედ-მამა) იხდის მხოლოდ ერთის საფასურს

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
T:551 08 65 75
Training.cadc@iliauni.edu.ge

სხვა სიახლეები

ძებნა

Search

მენიუ

ძებნა

Search