მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად, მორიგ პროექტს ახორციელებს.
21-26 ნოემბერს, „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ინსტიტუტს ესტუმრა ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი, ამერიკის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული, ლიცენზირებული ქცევის ანალიტიკოსი, ჰეზერ უაითი.
21-22 ნოემბერს ჰეზერ უაითმა ჩაატარა ტრენინგი აუტიზმის მქონე ბავშვებთან მომუშავე ქცევითი თერაპევტებისთვის.
ტრენინგის თემები იყო:
- ქცევითი მიზნების არჩევა და შესაბამისი ჩარევის სტრტეგიების განხორციელება;
- ქცევის ფუნქციური შეფასება და პრობლემური ქცევის შემცირების სტრატეგიები.
ადგილმდებარეობა: C 124 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი