ტრენინგი „ცხოვრებისთვის აუცილებელი“ სერვისის მიმწოდებელი ცენტრების სპეციალისტებისთვის

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მომუშავე ქართველ სპეციალისტთათვის, მათი უწყვეტი პროფესიონალური განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი“ ინიციატივით და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით 10-12 ივლისს და 17-19 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით „ცხოვრებისთვის აუცილებელი“.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სერვისის მიმწოდებელი ცენტრების 28 სპეციალისტმა თბილისიდან, კახეთიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და აჭარიდან.
„ცხოვრებისათვის აუცილებელი“ (EFL) – შექმნილი პატრიკ მაკგრივის კორპორაციის მიერ – არის ფუნქციონალური, ცხოვრების მანძილზე საჭირო უნარ-ჩვევების შეფასების კურიკულუმი და პრაქტიკოს პროფესიონალთა სახელმძღვანელო, რომელიც გამოიყენება საშუალო და ძლიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და ზრდასრულებთან სამუშაოდ. მისი გამოყენება შეიძლება სხვა კურიკულუმებთან ერთად, როგორიცაა VB-MAPP, PECS, The ABLLS-R, და ა.შ.

ინტერვენციების ხარისხს და სწორი ტექნიკის გამოყენებას ბავშვებთან მუშაობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება აუტიზმის სპექტრის მქონე პირების გაჯანსაღებასა და რეაბილიტაციისას.

„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი“ ზრუნავს ქართველ პროფესიონალთა მიერ მიწოდებული სერვისების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე მტკიცებულებაზე დაფუძნებული პროფესიონალური შეფასების ინსტრუმენტების ქართულ ენაზე თარგმნა/ადაპტაციის და ტრენინგის გზით.

სხვა სიახლეები

ძებნა

Search

მენიუ

ძებნა

Search