10 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, სერტიფიკატები გადაეცათ ტრენინგკურსის „ენისა და დასწავლის ბაზისური უნარ-ჩვევების შეფასება – განახლებული“ (ABLLS-R) მონაწილეებს. ტრენინგკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში ნოემბრის თვეში ჩატარდა, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „ჩეხეთის რესბუბლიკის კარიტასი“ ინიციატივით.
ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერებმა ტრენინგის ფარგლებში, 34 ქართველი სპეციალისტი (უმეტესად ქცევითი თერაპევტებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ აუტიზმის სპექტრის მქონე პირთათვის სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებს, მათ შორის რეგიონებიდან) 5 დღის განმავლობაში გადაამზადეს.
სერტიფიკატები გადაცემის ცერემონიაზე, ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს პროექტის ფარგლებში ქართულ ენაზე თარგმნილი და ადაპტირებული სახელმძღვანელოების ნაკრები.
პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ.